Wednesday, April 20, 2011

პროექტი


1.     პროექტის სახელწოდება;
     საფარის მონასტრის  ისტორია და გეოგრაფიული მდებარეობა
 
2.     პროექტის მთავარი იდეა ;
    მოსწავლეები გაეცნობიან თავიანთი კუთხის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის-საფარის
მონასტრის  დაარსების ისტორიას  და  მის  გეოგრაფიულ  მდებარეობას.
 
3.     პროექტის  აქტუალობა;
    მოსწავლეებს  აუჩნდებათ  სურვილი  და  მოტივაცია  უკეთ  შეისწავლონ  საკუთარი
კუთხისა  და  ქვეყნის  ღირსშესანიშნაობები, ისტორია  და  გეოგრაფია.  გაეცნობიან
საფარის  მონასტრის  წვლილს  ქართული  კულტურისა     და   ქრისტიანული  სარწმუნოების  განმტკიცებაში.

4.     პროექტის  მიზნები;
    მოსწავლეები,  გარდა  ზენოთ აღნიშნულისა,  დაინტერესდებიან  ტურიზმით,  შეადგენენ  საფარის  მონასტრის  ტურისტულ-გეოგრაფიულ  რუკებს,  განუვითარდებათ  კვლევა-ძიების,  ინტერნეტიდან  ინფორმაციის  მოძიების,  გაანალიზების  და  დახარისხების  უნარ-ჩვევები.  დაამყარებენ  ერთმანეთს  შორის  აქტიურ  კომუნიკაციას.

5.     მონაწილეთა  ასაკი;
   პროექტს  განახორციელებენ  14-15  წლის  მოსწავლეები.

6.     ვადები (ხანგრძლივობა)
   პროექტი  განხორციელდება  1 თვეში.

7.        მოსალოდნელი  შედეგები(პროდუქტები,  რაც  შეიძლება  შეიქმნას)
   მოსწავლეები  განსაზღვრავენ  საფარის  მონასტრის  გეოგრაფიულ  მდებარეობას,  შეისწავლიან  ტაძრის  ისტორიას,  მის  მნიშვნელობას  ქრისტიანული  სარწმუნოების  განმტკიცებაში,გაეცნობიან  მონასტრის  ეკოსისტემას.  შექმნიან  ტაძრის  ფოტომასალას  და  ტურისტულ-გეოგრაფიულ  რუკებს.
 
8.     პროექტისთვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები;
   ფოტოაპარატი,  ვიდეოკამერა,  კომპიუტერი,სამუშაო  ფურცლები,მარკერები.

9.     პროექტის  მსვლელობა( ძირითადი  აქტივობები)
    1 აქტივობა-  მოსწავლეებისათვის  პროექტის  თემის ( იდეის)  გაცნობა,   ლაშქრობის  მარშუტის  გაცნობა,  პირველადი  სამედიცინო  დახმარებისა  და  უსაფრთხოების  წესების  გაცნობა.

  პროექტში  ჩართულია  სამი  ჯგუფი.  თითოეულ  ჯგუფს  მიეცემა  კონკრეტული  დავალებები.
  2 აქტივობა - მოსწავლეები  უშუალოდ  იწყებენ  დავალების  შესრულებას.
  3 აქტივობა - ხდება  მოძიებული  მასალის  გაანალიზება.
  4 აქტივობა - ხდება  მოძიებული  მასალის  დამუშავება - დახარისხება,  გამოქვეყნება,  პრეზენტაცია.
 10.     საგნებთან,საგნობრივ  ჯგუფებთან,  ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი;
    ისტორია,  გეოგრაფია,  ისტი.
   11.      პროექტის  ხელმძღვანელი - ლია  მაჭარაშვილი
  12.      ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა;  liamach.10@gmail.gom
  13.      პროექტის  ვებ - გვერდი( ბლოგი)