1. პროექტის სახელწოდება;
საფარის მონასტრის ისტორია და გეოგრაფიული მდებარეობა
2. პროექტის მთავარი იდეა ;
მოსწავლეები გაეცნობიან თავიანთი კუთხის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის-საფარის
მონასტრის დაარსების ისტორიას და მის გეოგრაფიულ მდებარეობას.
3. პროექტის აქტუალობა;
მოსწავლეებს აუჩნდებათ სურვილი და მოტივაცია უკეთ შეისწავლონ საკუთარი
კუთხისა და ქვეყნის ღირსშესანიშნაობები, ისტორია და გეოგრაფია. გაეცნობიან
საფარის მონასტრის წვლილს ქართული კულტურისა და ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებაში.
4. პროექტის მიზნები;
მოსწავლეები, გარდა ზენოთ აღნიშნულისა, დაინტერესდებიან ტურიზმით, შეადგენენ საფარის მონასტრის ტურისტულ-გეოგრაფიულ რუკებს, განუვითარდებათ კვლევა-ძიების, ინტერნეტიდან ინფორმაციის მოძიების, გაანალიზების და დახარისხების უნარ-ჩვევები. დაამყარებენ ერთმანეთს შორის აქტიურ კომუნიკაციას.
5. მონაწილეთა ასაკი;
პროექტს განახორციელებენ 14-15 წლის მოსწავლეები.
6. ვადები (ხანგრძლივობა)
პროექტი განხორციელდება 1 თვეში.
7. მოსალოდნელი შედეგები(პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას)
მოსწავლეები განსაზღვრავენ საფარის მონასტრის გეოგრაფიულ მდებარეობას, შეისწავლიან ტაძრის ისტორიას, მის მნიშვნელობას ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებაში,გაეცნობიან მონასტრის ეკოსისტემას. შექმნიან ტაძრის ფოტომასალას და ტურისტულ-გეოგრაფიულ რუკებს.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კომპიუტერი,სამუშაო ფურცლები,მარკერები.
9. პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები)
1 აქტივობა- მოსწავლეებისათვის პროექტის თემის ( იდეის) გაცნობა, ლაშქრობის მარშუტის გაცნობა, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და უსაფრთხოების წესების გაცნობა.
პროექტში ჩართულია სამი ჯგუფი. თითოეულ ჯგუფს მიეცემა კონკრეტული დავალებები.
2 აქტივობა - მოსწავლეები უშუალოდ იწყებენ დავალების შესრულებას.
3 აქტივობა - ხდება მოძიებული მასალის გაანალიზება.
4 აქტივობა - ხდება მოძიებული მასალის დამუშავება - დახარისხება, გამოქვეყნება, პრეზენტაცია.
10. საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
ისტორია, გეოგრაფია, ისტი.
11. პროექტის ხელმძღვანელი - ლია მაჭარაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა; liamach.10@gmail.gom
13. პროექტის ვებ - გვერდი( ბლოგი)
No comments:
Post a Comment